ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე

თარიღი: 2021-09-16 ეკო კლუბი

16 სექტემბერი ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღეა

 ეს თარიღი სიმბოლურია და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, 1994 წელს, ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების შესახებ მონრეალის ოქმის ხელმოწერას უკავშირდება.მონრეალის ოქმის 28 წლიანი არსებობის ისტორიის მანძილზე მასში 4 ცვლილება შევიდა: 1990 წლის ლონდონის; 1992 წლის კოპენჰაგენის; 1997 წლის მონრეალის და 1999 წლის პეკინის ცვლილებები. მონრეალის ოქმის დანართებში წარმოდგენილია იმ ნივთიერებათა ჩამონათვალი რომლებიც აზიანებენ ოზონის შრეს. სწორედ ამ ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღების განრიგს, პროცედურებსა და საშუალებას განსაზღვრავს მონრეალის ოქმი. საქართველო ვენის კონვენციას და მონრელის ოქმს 1996 წელს შეუერთდა და აიღო საერთაშორისო ვალდებულება, ეტაპობრივი შემცირებით, ოზონდამშლელი ნივთიერებები აღარ გამოეყენებინა.აღნიშნული ვალდებულებების შესრულების მიზნით, მონრეალის ოქმის მრავალმხრივი ფონდის დაფინანსებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაეროს განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ, როგორც მონრეალის ოქმის ერთ-ერთმა აქტიურმა მხარე ქვეყანამ თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ოზონის შრის დაცვის საქმეში. ამ კუთხით მთავარი შედეგი ყველაზე საშიში ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან დაჩქარებული ამოღება გახლავთ. კერძოდ, დადგენილ ვადაზე 4 წლით ადრე 2006 წელს საქართველომ მოხმარებიდან ამოიღო ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების ერთ-ერთი ჯგუფი ჰაონები. ასევე დაჩქარებულად, 2008 წელს ანუ ვადაზე 2 წლით ადრე მოხდა ძირითადი ოზონდამშლელების ქლორფტორნახშირბადების გამოყენებიდან ამოღება.


მავნე გაზების აკრძალვის შედეგად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არსებული ოზონის გათხელებული შრე 2030 წლამდე სრულად აღდგება, ხოლო ანტარქტიკის თავზე არსებული ოზონის ხვრელი კი 2060 წლისთვის გაქრება. რაც შეეხება, დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში არსებულ შეთხელებულ ოზონის შრეს, როგორც ვარაუდობენ, მის აღდგენას დაახლოებით 32 წელი დასჭირდება.


რა არის ოზონის შრე და რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი მისი აღდგენა?


ოზონის შრე დედამიწის ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიმაღლეზე იწყება. მისი სიგანე კი დაახლოებით 40 კილომეტრია. ოზონი უფერო გაზია, რომელიც სამი ჟანგბადის ატომისგან შედგება. ოზონის შრე წარმოადგენს ბუნებრივ ეკრანს და იცავს დედამიწას და მთელ ბიოსფეროს მზის ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. შეშფოთება ოზონის შრის გათხელების თაობაზე მეცნიერებმა პირველად XX საუკუნის 70- იან წლებში გამოთქვეს. ოზონის შრის დაშლის ყველაზე თვალსაჩინო ფაქტია ეგრეთ წოდებული ოზონის ხვრელი. ]ოზონის შრის შეთხელებისას კაცობრიობას რომ არ ემოქმედა 2065 წლისთვის მისი ორი მესამედი აღარ იარსებებდა. ეს ყველაფერი კი სავალალო შედეგებს მოიტანდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ატმოსფეროს ზედა ფენებში მყოფი ოზონის შრე დედამიწას მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს, რომელსაც სიმსივნეების გამოწვევა და სხვა პრობლემების შექმნა შეუძლია.


რა აზიანებს ოზონის შრეს?


ოზონის შრის მთავარი დამაზიანებელი ფაქტორი ადამიანის მიერ დამზადებული ნივთიერება, ქლორ-ფტორ-ნახშირწყალბადი, იგივე ქფნ-ა, რომელიც საბოლოოდ ატმოსფეროში ბრომსა და ქლორს ათავისუფლებს, ეს ნივთიერებები ოზონის შრეს პირდაპირ "ჭამს". ქფნ-ები ძირითადად მაცივრებსა და სხვა გამაგრილებელ მოწყობილობებში გამოიყენება. 1987 წელს მონრეალის პროტოკოლის ფარგლებში ქვეყნები ქფნ-ების აკრძალვაზე შეთანხმდნენ და მისი შემცვლელი, შედარებით უსაფრთხო ნივთიერებების გამოყენებაზე გადავიდნენ. 1990-იან წლებში ოზონის ზედა შრის 10 პროცენტი განადგურებული იყო. 2000-იანი წლებიდან კი ყოველ ათწლეულში მისი
სისქე დაახლოებით 1-3 პროცენტით იმატებს. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ოზონის შრეზე ზრუნვა, კარგი იქნება თუ ნაკლებად გამოვიყენებთ გამაგრილებელ მოწყობილებებს თუ ამის აუცილებლობა არაა.

 

გვანცა ყველაშვილი- YFCH

www.000webhost.com