მოხალისეობის კვირეული

თარიღი: 2021-11-01 მოხალისეთა გუნდი

მოხალისეობა საქართველოში/ მოხალისეობის მნიშვნელობა

მოხალისეობა არის სიკეთის კეთების საუკეთესო შესაძლებლობა. ერთადერთი, რაც გჭირდება, არის დრო და უნარ-ჩვევების გაზიარების სურვილი. ეს არის საშუალება გახდე აქტიური მოქალაქე ნებისმიერ ასაკში, დაეხმარო შენივე ქვეყანას, ბუნებას, გაუხალისო ადამიანებს ცხოვრება და რაც მთავარია,დაიტვირთო უდიდესი ენერგიითა და გამოცდილებით.

მოხალისეობა არის ფართო ცნება და მოიცავს არა ერთ, არამედ ბევრ სფეროს. ნებისმიერი პროფესიისა და ინტერესების მქონე ადამიანს შეუძლია გახდეს მოხალისე. ყველაზე გავრცელებული მიმართულებებია:

• სოციალური სფერო (ქველმოქმედება);

• განათლება;

• სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება;

• გარემოს დაცვა;

• კულტურა;

• მოხალისეობრივი კულტურის გავრცელება;

მოხალისეობის მიზნები მარტივი აღსაქმელია, ის ემყარება ჰუმანურობას, მშვიდობას და ნათელ მომავალს. შედეგი კი აშკარაა, ვინაიდან მოხალისე რასაც გასცემს, ორმაგ უკუკავშირს ოღებს უკან. მოხალისეობა გეხმარება იპოვო საკუთარი თავი და დაიკავო მნიშვნელოვანი ადგილი საზოგადოებაში.

 

დასანანია, რომ ქართულ საზოგადოებაში ცნობიერება  საკმარისად არ არის ამაღლებული მოხალისეობის კუთხით. ხალხს არ ესმის რატომ უნდა დაეხმაროს სხვას  უანგაროდ, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ყოველდღე აკეთებენ სიკეთეს,თუმცა არც იციან, რომ სწორედ ეს არის მოხალისეობა.

ასევე აღსაღნიშნავია, რომ საზოგადოებაში ინფორმაციულობის ამაღლებასთან ერთად იზრდება მოტივაცია და საჭიროება შეიქმნას ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტულად დაეხმარებიან ახალბედა მოხალისეებს განვითარებაში. დღევანდელ რეალობაში არსებობენ  ორგანიზაციები, საერთაშორისო პარტნიორებით, რომლებიც აქტიურად მუშაობენ მოხალისეობრივი კულტურის განვითარებისთვის საქართველოში.

მინდა ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ახალგაზრდებისთვის მოხალისეობა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია კარიერული წინსვლისთვის და პერსპექტიული განვითარებისთვის. ნებისმიერი მაღალი სტანდარტების მქონე უნივერსიტეტებში მოხალისეობა უმთავრეს კომპონენტს წარმოადგენს. შესაბამისად თქვენ მოხალისეობთ, იღებთ სიამოვნებას და ვითარდებით.

,,ცხოვრების ყველაზე მუდმივი და გადაუდებელი კითხვაა, რას აკეთებთ სხვებისთვის“- მარტინ ლუთერ კინგი, უმცროსი. მე მგონი სწორედ ესაა ის ღირებულება, რომლითაც უნდა ვიცხოვროთ.

 ანა კუპრავა-YFCH

 

www.000webhost.com