სპეციალური მიმართვა

თარიღი: 2021-08-07 ზოგადი

”ახალგაზრდები ცვლილებებისათვის” და “ინდური კულტურის ცენტრი საქართველოში” სპეციალური მიმართვა:

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბ-ნ მიხეილ ჩხენკელს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ბ-ნ ამირან გამყრელიძეს

საქართველოს სახალხო დამცველს, ქ-ნ ნინო ლომჯარიას

ინდოელი სტუდენტების განცხადება

 

 
“მოგმართავთ 2000-ზე მეტი ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე სტუდენტი, რომლებიც ვსწავლობთ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ამჟამად ვიმყოფებით ინდოეთში და პანდემიით გამოწვეული ვითარებისა და შეზღუდვების გამო,  უკვე თვეებია ვერ ვახერხებთ საქართველოში დაბრუნებას და სწავლის ხარისხიანად გაგრეძლებას. 
მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაში 15 აპრილიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის თანახმად, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალ სტუდენტებს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ჩარტერული რეისებით შეუძლიათ. 
ჩარტერული რეისები აპრილის შემდგომ არ დანიშნულა. გარდა ამისა, ჩვენ ინდოეთის სხვადასხვა რეგიონში ვიმყოფებით, ხოლო ინდოეთის ტერიტორიის სიდიდის და არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, გამომგზავრება მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ქალაქიდან, ძალიან რთულია. 
ამას გარდა, ზოგიერთი უნივერსიტეტი, მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, მაინც მოითხოვს ჩვენგან, რომ ფიზიკურად ვიმყოფებოდეთ საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება ჩვენს სტუდენტის სტატუსს. 
რაც ყველაზე მთავარია, დისტანციურ რეჟიმში ჩვენ ვერ ვახერხებთ სრულფასოვნად ჩავერთოთ აკადემიურ პროცესში და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რაც საბოლოოდ, აისახება განათლების ხარისხზეც. 
ჩვენ ვართ სრულად ვაქცინირებულნი და საქართველოში ჩამოსვლისას, მზად ვართ დავიცვათ დამატებითი უსაფრთხოების წესები და ჩვენი ხარჯებით გავაიროთ კარანტინი.
მოგმართავთ თხოვნით, უმოკლეს ვადაში მიიღოთ გადაწყვეტილება და დაგვრთოთ ნება, საქართველოში გამოვემგზავროთ რეგულარული რეისებით, ნაცვლად ჩარტერული რეისებისა“
 

To the Prime Minister of Georgia, Mr. Irakli Garibashvili

To the Minister of Education and Science, Mr. Mikheil Chkhenkeli

To the Minister of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs, Ms. Ekaterine Tikaradze

To the Chairperson of the National Center of Disease Control and Public Health, Mr. Amiran Gamkrelidze

To the Public Defender of Georgia, Ms. Nino Lomjaria

Address of the Indian Students
More than 2000 Citizens of the Republic of India, who are students of various universities in Georgia, are currently in India. Due to the pandemic and the regulations, we cannot return to Georgia and continue receiving a quality education. 
As you already know, on 15 April 2021, new restrictions within the ordinance N322 of the Government of Georgia on the Approval of Isolation and Quarantine Rules came into force. According to these restrictions, the students traveling from the Republic of India can enter Georgia only by charter flights.
The Charter flights have not been organized since April. Beyond this, we are on different territories of India, and as the land of our country is very big, it is extremely difficult for us to travel to a specific city to take a charter flight. 
In addition, despite the existing regulations, some universities in Georgia are still asking form Indian students to be present in Georgia. Otherwise, our student status is at risk. 
The most critical concern is that because of distance learning, we cannot fully engage in the educational process and university life, which, in the end, affects the quality of our education. 
We are fully vaccinated and ready to comply with other health-related security measures after arrival in Georgia. 
We urge you to review our problem in the immediate future and allow us to return to Georgia with regular flights instead of charter flights.

www.000webhost.com