ახალგაზრდობის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში

თარიღი: 2021-08-12 ზოგადი

როდესაც ქვეყნის განვითარებაზე ვფიქრობთ და ვსაუბრობთ ბუნებრივია ჩნდება კითხვები იმის შესახებ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ახალგაზრდების ჩართულობა სახელმწიფოს მართვის პროცესში და რა წვლილის შეტანა შეგვიძლია თითოეულ მათგანს ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში და ვართ იმ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის ხვალინდელ დღესა და მომავალს, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩავერთოთ, ქვეყნის მართვის პროცესში რათა განვავითაროთ სახელმწიფო და ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში სადაც ყველა ადამიანის სიტყვის თავისუფლება, განათლება, ჯანდაცვა და ეკონომიკური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდება და განვითარდება. ახალგაზრდები არიან ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი მომავალი, მათ ააქვთ ახალი იდეები ხედვები რომლის რეალიზაციაც ჯერ საკუთარი ქვეყნის ფარგებში უნდა შეეძლოთ და შემდეგ უკვე გაიტანონ მის ფარგლებს გარეთ. მათი წვლილი მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელწიფოს მართვაში, ისინი იღებენ ახალ გამოცდილებას ეცნობიან ქვეყნის, ქალაქების თუ მუნიციპალიტეტების პრობლემებს და შემდგომ მათი გადაჭრის გზებს ეძებენ. თითოეული განათლებული ახალგაზრდა რომელიც ჩართულია დემოკრატიული სახელმწიფოს მართვის პროცესში, ნიშნავს ერთ გადადგმულ ნაბიჯს ევროპული მომავლისკენ. თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ევროპის ნაწილი ამისთვის სხვა ფუნდამენტურ ფაქტორებთან ერთად როგორიცაა სიტყვის, მედიის თავისუფლება, თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემა და სოციალურ-ეკონიმიკურად მდგრადი სახელწიფო, ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია ახალგაზრდობა აქტიურად იყოს ჩართული ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
 

,,ნუ იკითხავ რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის, იკითხეთ ის, თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ ქვეყნისთვის.“(ჯონ ფიცჯერალდ კენედი) არ შეწყვიტოთ განვითარება, რადგან ჩვენ ქვეყანას სჭირდები შენ, ნუ იფიქრებ იმაზე რომ შენი მოსაზრება არავისთვის მნიშვნელოვანი არ იქნება, იყავი შენი ქალაქის აქტიური მოქალაქე, დემოკრატიას ჩვენ ერთად ვქმნით, ეს არის შესაძლებლობა და შანსი რომელიც ყოველთვის უნდა გამოიყენოთ.
 

ძლიერი და განათლებული ახალგაზრდობა არის დემოკრატიული ქალაქის, რეგიონის და საბოლოოდ ქვეყნის საწინდარი. იმოქმედეთ მუდმივად, იყავით საკუთარი თავის უკეთესი ვერსია და იამაყეთ საკუთარი ქვეყნით, რადგან საქართველო და მომავალი ჩვენ გვეკუთვნის.

 

ავტორი:მარიამ ასლანიშვილი

www.000webhost.com