გამოხატვის თავისუფლება

თარიღი: 2021-08-21 სამართალი

დემოკრატიიულ სახელმწიფოში ხელისუფლების წყაროს ხალხი წარმოადგენს.  რაც უფრო მეტი მოქალაქე მონაწილეობს დემოკრატიულ პროცესებში, ქვეყნის მართვას ხელისუფლება გაზრდილი პასუხისმგებლობით ეკიდება. შესაბამისად, მოქალაქის ერთგვარი მორალური ვალდებულებაა, მაქსიმალურად გამოიყენოს კონსტიტუციით და კანონით მინიჭებული შესაძლებლობები და აქტიურად ჩაერთოს სახელმწიფოსმართვაში.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლებას წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება ბუნებითი ანუ თანდაყოლილი უფლებაა. ამ უფლებას ხშირად „დემოკრატიის ჟანგბადს“ უწოდებენ. ამ ერთი გამონათქვამიდანაც უკვე კარგად ჩანს ამ უფლების უდიდესი მნიშვნელობა.დემოკრატიული სახელმწიფოს არსებობა გამოხატვის თავისუფლების უფლების გარეშე წარმოუდგენელია.  გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფს არა მხოლოდ მოსაზრების, ან ინფორმაციის გავრცელების უფლებას, არამედ საზოგადოების უფლებას მიიღოს იგი. ეს უფლება უზრუნველყოფილია, როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვეციის მე-10 მუხლით. ამ უფლებას უკავშირდება სხვა უფლებების განხორციელება. მაგალითად, გამოხატვის უფლებიის გარეშე ვერ იარსებებდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება.

მიუხედავად ამ უფლების დიდი მნიშვნელობისა იგი არ მიკუთვნება აბსოლუტურ უფლებას, რაც იმას ნიშნავს რომ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია მისი შეზღუდვა.სასამართლოები იყენებენ სამწვეროვან სისტემას, რომლის თანახმადაც, ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელია, თუ ეს გათვალისწინებულია კანონით, აუცილებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის და აუცილებელია ლეგიტიმური მიზნის მისაღწეცად.  კანონი, რომლითაც ამ უფლების შეზღუდვა ხდება უნდა იყოს ვიწრო, მკაფიოდ ჩამოყალიბებული და განჭვრეტადი. რაც შეეხება მეორე საფეხურს, აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის, იგი გაგებული უნდა იქნეს შემდეგნაირად: ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე შეზღუდვა, რომელიც ემსახურება დემოკრატიული საზოგადოების არსებობისათვის შეუცვლელი და სასიცოცხლო მნიშვნელობის სიკეთის დაცვას და რომელიც შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, როცა ამოიწურება ლეგიტიმური მიზნის მიღწევის ყველა სხვა გონივრული და ქმედითი შესაძლებლობა. რაც შეეხება, ლეგიტიმურ მიზანს, მას მიეკუთვნება, მაგალითად, ეროვნულიუშიშროება, ტერიტორიული მთლიანობა,საზოგადოებრივი უსაფრთხოება,უწესრიგობა თუდანაშაულის აღკვეთა, ჯანმრთელობის ან ზნეობისდაცვა, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დაცვა, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნებისთავიდან აცილება, სასამართლო ხელისუფლებისავტორიტეტი და მიუკერძოებლობა. თუ სახელმწიფოები ამ სამწვეროვან ტესტს გაივლიან მიიჩნევა, რომ კონვეციის მე-10 მუხლი არ დარღვეულა.

აშშ-ში ეს უფლება უფრო მაღალი სტანდარტებითაა დაცული ვიდრე ევროპაში.აშშ-ში  მინიმალურად ერევა სახელმწიფო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაში. აშშის კონსტიტუციის პირველი შესწორების თანახმად, კონგრესს ეკრძალება მიიღოს კანონი, რომელიც შეზღუდავს სიტყვის ან პრესის თავისუფლებას, დააწესებს რელიგიას, ხელს შეუშლის აღმსარებლობას ან წაართმევს ხალხს მშვიდობიანი შეკრების უფლებას და უფლებას პეტიციით მიმართოს მთავრობას. აშშ-ში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ გამოხატვის თავისუფლება ქმნის აშკარა, რეალურ და მყისიერ საფრთხეს.

რაც შეეხება საქართველოს, სიტყვისა და გამოხატვის უფლება რეგულირდება, როგორც კონსტიტუციით, ისე საქართველოს კანონით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლები შესახებ და ასევე რამდენიმე ნორმას ვხვდებით სამოქალაქო კოდექსშიც. კონსტიტუციის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.“ თუმცა, ჩვენი კანონმდებლობაც ითვალისწინებს ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლებს, კერძოდ, კონსტიტუციის მე-17-ე მუხლის მე5 ნაწილის თანახმად, ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვა თაუფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლადან,სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი   შეზღუდვა შეიძლება დაწესდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გათვალისწინებულია ნათელი და განჭვრეტადი, ვიწროდ მიზანმიმართული კანონით და შეზღუდვით დაცული სიკეთე აღემატება შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. მნიშვნელოვანია შეზღუდვისას დიდი სიფრთხილე იქნას გამოჩენილი, ვინაიდან, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ხელს შეუწყობს კრიტიკული და განსხვავებული აზრის ჩახშობას, რაც უარყოფითად აისახება ქვეყნის  განვითარებაზე.

 

 ანი ჯოხაძე-სტაჟიორ/იურისტი

 

www.000webhost.com